სადგურის მოედანზე სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 14.06.2019
ნანახია: 1024

 სადგურის მოედანზე სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სატრანსპორტო საშუალება მგზავრებს ელოდებოდა, როდესაც სავარაუდოდ, ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი მძღოლებმა საკუთარი ძალებით მალევე ჩააქრეს, ადგილზე მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურიც.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე