რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი - ირაკლი სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:45 | 14.06.2019
ნანახია: 863

რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, რუსეთს მოუწევს თავის ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია, - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმიანება.

„ახალი მას არაფერი არ უთქვამს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, დიახ, რუსეთს მოუწევს თავის ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით და დიახ, მას ეყოლება მეზობელი სამხრეთით საქართველოს სახით, რომელიც იქნება სტაბილური, უსაფრთხო, რაც ცივილიზებულ სამყაროში, ვისაც უნდა და ნორმალურად გამგები არის, ეს რუსეთისთვის შედის მისივე ინტერესში, რომ სტაბილური, უსაფრთხო მეზობელი ჰყავდეს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 13 ივნისს, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან გამართულ შეხვედრამდე თქვა, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოში შესაძლო დაჩქარებული გაწევრიანების გამო და განცხადებები ნატო-ში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე