მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

საქართველო, თბილისი - 14:52 | 14.06.2019
ნანახია: 1256

 „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ინფორმაციას ფეხბურთში სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრი (CIES Football Observatory) ავრცელებს.

20 წლის მბაპეს ტრანსფერის ღირებულება 252 მლნ ევროს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სამეულში ასევე მოხვდნენ „ლივერპულის“ თავდამსხმელი მუჰამედ სალაჰი (219,6 მლნ ევრო) და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი (207, 8 მლნ ევრო).

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი რეიტინგში მეოთხე ადგილზეა (167,4 მლნ ევრო), „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ კი მე-20 ადგილზე (118,1 მლნ ევრო).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე