ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:58 | 12.06.2019
ნანახია: 876

ადგილობრივების თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.მამაკაცი, სავარაუდოდ ნაჯახით თავის არეში მიყენებული ჭრილობით არის გარდაცვლილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საქმე გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე