Rammstein-ის სოლისტმა თაყვანისმცემელს ყბა გაუტეხა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 12.06.2019
ნანახია: 916

ჯგუფ Rammstein-ის სოლისტმა ტილ ლინდემანმა თაყვანისმცემელს ყბა გაუტეხა. იუწყება Bild-ი.

ინციდენტი მიუნხენის ერთ-ერთი სასტუმროს ბარში მოხდა, სადაც მომღერალი მეგობრთებთან  ერთად კონცერტის შემდეგ ისვენებდა. ლინდემანს თაყვანისმცემელი მიუახლოვდა და მასთან ერთად ფოტოს გადაღება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ამის შემდეგ მამაკაცმა შეურაცხყოფა მიაყენა მუსიკოსის მეგობარ ქალს. ლინდემანმა ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, მაგრამ მამაკაცმა უარი უთხრა. ამის შემდეგ Rammstein-ის სოლისტმა თავის თაყვანისმცემელ სახეში დაარტყა და ძირს დააგდო. სასტუმროს თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

წინასწარი მონაცემებით, მამაკაცს ყბის მოტეხილობის დიაგნოზი დაუსვეს. ლინდემანს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე