Amazon-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია

საქართველო, თბილისი - 13:28 | 11.06.2019
ნანახია: 928

ამერიკულმა კომპანია Amazon-მა BrandZ Top 100 Most Valuable Global Brands-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი გახდა.

გასულ წელს ამავე რეიტინგში პირველ ადგილს კორპორაცია Google იკავებდა, Amazon-ი კი მესამე პოზიციაზე იყო. თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრენდი Amazon-ი „ბრენდ-ეკოსისტემად“ იქცა და ბაზრის ახალი სეგმენტები მოიცვა. კომპანია ერთ წელიწადში ერთნახევარჯერ გაიზარდა.

რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს Apple, Google კი წელს მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. შემდეგ ადგილებს იკავებენ Microsoft-ი, Visa, Facebook-ი, და Alibaba.

BrandZ Top 100 Most Valuable Global Brands-ი რეიტინგს ყოველ წელს 2006 წლიდან ადგენს. კვლევის დროს გათვალისწინებულია ფინანსური მაჩვენებლები და მომხმარებელთა მოთხოვნები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე