ანჯელინა ჯოლის 13 წლის ქალიშვილი სქესის შეცვლისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 12:18 | 11.06.2019
ნანახია: 1722

გამოცემა La Nacion-ის ცნობით, ანჯელინა ჯოლის 13 წლის ქალიშვილი - შაილო სქესის შეცვლისთვის ემზადება.

გამოცემის ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავების ქალიშვილმა ჰორმონალური საშუალებების მიღება დაიწყო, რათა მისი გარეგნობა უფრო მეტად მამაკაცური გახდეს. მშობლები ბავშვის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ. შაილო პრეპარატებს უკვე ერთი წელია, სვამს.

La Nacion -ი აღნიშნავს, რომ  შაილო თავს გოგონად არასდროს გრძნობდა, როდესაც ის სამი წლის იყო ანჯელინა ჯოლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალიშვილი სთხდავ თმა მოკლედ შეაჭრას და ბიჭის ტანსაცმელი ჩააცვას.

2015 წელს გენდერული საკითხების სპეციალისტი, რომელსაც გოგონას მშობლებმა მიმართეს, ერთმნიშვნელოვანი პასუხი ვერ გასცა, ნამდვილად არის თუ არა შაილო ბავშვი -ტრანსგენდერი, თუ ეს მისი ბავშვური ახირებაა, რომელიც გარდატეხის ასკაში შეიძლება შეეცვალოს და უპირატესობა ქალურობას მიანიჭოს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე