ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს - კახაბერ ოქრიაშვილი ნათია თურნავას

საქართველო, თბილისი - 15:44 | 07.06.2019
ნანახია: 995

მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს, - მიმართა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ნათელა თურნავას.

„ქალბატონო ნათია, მე მაქსიმალურად ვიქნები არაკრიტიკული თუ შევძლებ. ესე იგი, პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის ჩემი მოსაზრება და მერე მინდა რომ კითხვა დაგისვათ, ჩემი მოსაზრება ის არის რომ ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საინვესტიციო კლიმატის აღქმისთვის. მეორე, ჩემთვის მიუღებელია, დღევანდელი შეხვედრა წარიმართა როგორც საგამოძიებო, საგამოძიებო ორგანოში მგონია თავი. თუ საჭიროა კომისიები შევქმნათ და იქ ვიმუშაოთ ამ რეჟიმში იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და არა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა. მესამე, რა მოცემულობა გვაქვს პორტებთან დაკავშირებით, გვაქვს ფოთის პორტი, არის ინვესტორი მგონი უკვე ათი წელიწადია ეს ინვესტორია, სამწუხაროდ ფოთის პორტში არის ძალიან მაღალი ტარიფები, როგორც ვიცი ერთერთი ყველაზე მაღალი ტარიფებია რაც არსებობს ჩვენს რეგიონში და ევროპაში, რაც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, ათი წელია თუ მეტი არსებობს ეს ინვესტორი და აქამდე ქმედითი ნაბიჯები მისი მხრიდან, რომ გააკეთოს ღრმა წლოვანი პორტი, არ გადადგმულა. გამოჩნდა ინვესტორი და გამოჩნდა ახალი პროექტი, ანაკლიის პორტი. ამ პროექტმა უკვე გაიარა განსაზღვრული გზა, არის ჩადებული დიდი თანხები, გზა გავლილია მართლა და ამ დროს ფოთის პორტში ხდება სკანდალი, ეს არის სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, რომ იქაც აპირებს ინვესტორი გაკეთებას. მე ვთვლი, ამ გაჟონვაში არსებობს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს არის, ამ ერთ მოტივაციას ვხედავ. ამიტომ მე თქვენ მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, მილიარდზე მეტი მაქვს მე თვითონ ჩადებული საქართველოში, რომ ამ კუთხით არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს. იმიტომ რომ, ჩემი ინფორმაციით რაც მე მაქვს ეხლა დღეს ინფორმაცია, საკმარისი ტვირთები ორი ღრმა წლოვანი პორტისთვის საქართველოში ჩვენი კორიდორის გავლით დრეს და ახლო პერსპექტივაში არ ჩანს, აქედან გამომდინარე არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს და პრაქტიკულად ექსკლუზივი ან კვაზი ექსკლუზივი უნდა გაიცეს ანაკლიის პორტზე და არც ინვესტორს ექნება საბაბი უარი თქვას ამ პორტის განხორციელებაზე, ამ შემთხვევაში. მე მინდა რომ თქვენ ეს გაითვალისწინოთ ჩვენი მოწოდება, თუ გინდათ ჩათვალეთ რომ ეს არის უმრავლესობის, თუ გინდათ ჩათვალეთ რომ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის ერთადერთი გზა დღეს, რომ ანაკლიის პორტში დარჩეს ის ინვესტორი რომელიც არსებობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - თქვა ოქრიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე