ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან აღარ ცხოვრობს

საქართველო, თბილისი - 17:28 | 06.06.2019
ნანახია: 1262

ირინა შეიკი ქალიშვილთან ერთად საცხოვრებელად სხვაგან გადავიდა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. გამოცემის წყაროს თქმით, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ცივი გახდა, ეს უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. „ირინამ გადაწყვიტა, უმჯობესი იქნებოდა, რომ ცალკე გადასულიყო. ყველფერი იმაზე მეტყველებს, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის წარმომადგენლებს წყვილის გაშორების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ცოტა ხნის წინკი ცოლ-ქმარი ქალიშვილთან ერთად სეირნობდა.

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად უკვე ოთხი წელია არიან. ხმები იმის შესახებ, რომ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გავრცელდა, სადაც მსახიობმა ლედი გაგასთან ერთად ფილმ „ვარსკვლავი დაიბადას“ საუნდტრეკი შეასრულა. მაშინ ლედი გაგამ კუპერთან რომანტიკული ურთიერთობა კატეგორიულად უარყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე