ფილმ „ლამაზმანის“ სცენარში ფინალი სინამდვილეში სევდიანი იყო

საქართველო, თბილისი - 12:00 | 06.06.2019
ნანახია: 1103

ამერიკელმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა, რომელმაც ფილმ „ლამაზმანში“ მეძავი ვივიენის როლი შეასრულა, აღიარა, რომ  ორიგანალ სცენარში სურათის დასასრული სევდიანი იყო. მან და მსახიობმა პატრისია არკეტმა გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში „ლამაზმანის“ სცენარის ფინალი გაამხილეს.

გაირკვა, რომ ორიგინალი სცენარით თავდაპირველად უნდა გადაეღოთ ფილმი სახელწოდებით „3000“. ამ ფილმში მთავარ როლზე კასტინგში მონაწილეობდა არკეტი. მან აღნიშნა, რომ ფილმი საბოლოოდ ვერ გადაიღეს, რადგან კინოკომპანია გაკოტრდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გადაიღეს კომედია „ლამაზმანი“. თუმცა სცენარი, კერძოდ კი ფილმის ფინალი შეიცვალა.

ჯულია რობერტსმა აღნიშნა, რომ სცენარის მიხედვით, რიჩარდ გირის გმირს ვივიენი ტაქსიდან უნდა გადმოეყვანა, მისთვის სახეში სამი ათასი დოლარი უნდა შეეყარა და ქუჩის ბინძურ კუთხეში მიეტოვებინა.  

ფილმი 1990 წელს გამოვიდა. ჯულია რობერსტი ამ როლისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე