ნეიმარს გაუპატიურებისთვის 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 16:47 | 03.06.2019
ნანახია: 1146

ბრაზილიის ნაკრებისა და ფრანგული კლუბის „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს, ნეიმარს გაუპატიურების საქმეზე ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მედიის ცნობით, ფეხბურთელმა ასევე გამოაქვეყნა ქალის ინტიმური ფოტო, რომელიც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, რაც ბრაზილიის კანონებით დანაშაულად მიიჩნევა.

3 ივნისს პოლიცია აპირებს სპორტსმენი დაკითხვაზე დაიბაროს. ამის გარდა შეამოწმებენ მის მობილურ ტელეფონსაც.

ფეხბურთელის მამამ ბრალდებებს შანტაჟი უწოდა. მისი თქმით, ნეიმარისა და გოგონაა ურთიერთობა, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს, ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შედგა.

ბრაზილიის მოქალაქემ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, განაცხადა, რომ ნეიმარმა ის პარიზის სასტუმროში მაისში გააუპატიურა. მისი თქმით, უცხო ქვყნაში პოლიციას არ მიმართა და განცხდება მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაწერა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე