ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმიდან რუსეთში ჰომოსექსუალური სცენები ამოჭრეს

საქართველო, თბილისი - 15:27 | 31.05.2019
ნანახია: 1711

ცნობილი ბრიტანელი მომღერლისა და კომპოზიტორის ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმის Rocketman-ის რუსული ვერსიიდან ჰომოსექსუალური სცენები - მამაკაცებს შორის სექსი და კოცნა ამოჭრილია. ფილმის გაქირავებით კომპანია „ცენტრალ პარტნიორშიპია“ დაკავებული.

Rocketman-ის პრემიერა მოსკოვის კონოთეატრ „ოქტიაბრში“ 30 მაისს შედგა. ფილმის ჩვენების შემდეგ ჟურნალისტმა მიხაილ კოზირევმა, რომლმაც ფილმი წარადგინა, განაცხადა, რომ სურათიდან ყველა მსგავსი სცენა ამოღებულია.

რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ცნობით, ფილმის რუსული ვერსიიდან ამოღებულია სცენა შიშველი ელტონ ჯონისა და მისი მენეჯერის ჯონ რაიდის მონაწილეობით. მათ როლებს ტერონ ეჯერტონი და რიჩარდ მედენი ასრულებენ.

 „გამქრალია რამდენიმე სცენა: ნარკოტიკების მოხმარების ეპიზოდი, ტიტრების სლაიდი, რომელშიც საუბარია, რომ ჯონი თავის ნამდვილ სიყვარულს მაინც შეხვდა (და ფოტო მის მეუღლესთან) და რაც მთავარია, სასიყვარულო სცენა, რომელშიც ორი მამაკაცი სექსით არის დაკავებული მისიონერულ პოზაში“, - განუცხადა „დოჟდს“ ეგორ მოსკვიტინმა.

 „ფილმში ნამდვილად შევიდა ცვლილებები რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად“, - განუცხადა მედიას კომპანია „ცენტრალ პარტნიორშიპის“ წარმომადგენელმა.

რუსეთში ფილმი გაქირავებაში 6 ივნისს გამოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე