გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა, როგორ მოვიზიდოთ ახალი ტიპის ტურისტები - თურნავა
საქართველო, თბილისი - 15:01 | 30.05.2019 ნანახია: 1185„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური მარკეტინგული პროგრამა, როგორ მოვიზიდოთ ახალი ტიპის ტურისტები, მათ შორის აგროტურიზმში. მსურს აღვნიშნო, რომ აგროტურიზმი ჩვენთვის პრიორიტეტია, ეს არის ჩვენი მომავალი, სადაც შერწყმულია ჩვენი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რესურსის ეფექტური გამოყენება, ახალი ტიპის ტურისტის მოზიდვა, მეტი ოჯახის ჩართვა ამ ბიზნესში და მეტი ინკლუზიურობა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ წინანდალში გამართულ ფორუმზე განაცხადა, სადაც კახეთის ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე ისაუბრა.
„კახეთის რეგიონისთვის ასევე საინტერესოა სხვა მიმართულებები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" - ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ ქონება, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია, უფრო მეტად ჩავრთოთ ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და ეკონომიკურ ბრუნვაში. ასევე საინტერესოა მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე მეღვინეობა, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები - კახეთი ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფერო, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები და ჩვენ ეს მიმართულებები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ" - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" რეგიონულ მნიშვნელობას, რომელსაც ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. მისი შეფასებით, ეს არის წარმატებული პროგრამა, განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინფრასტრუქტურა, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და არსებობს განვითარების პოტენციალი. „აქედან გამომდინარე, მთავრობა მიდის იმაზე, რომ შეღავათიან ფასად, თუნდაც, ერთ ლარად, ინვესტორს შესაბამისი ვალდებულებებით გადავცეთ სახელმწიფო ქონება, მიწის ფართი, რომ განვითარდეს ადგილობრივი წარმოება და ადგილობრივი ბიზნესი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
პოლიტიკა
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
- ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი კობახიძეს მიმართავს
სამართალი
- სასამართლომ მწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- სასამართლომ კონსტანტინე მიქაიას 14 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
- 18-19 ოქტომბრის განმავლობაში ადმინისტრაციული წესით 14 პირია დაკავებული - ვაჟა სირაძე
- ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
- ROI და კრეატივი - „თეგეტას“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი Reinvent 2025-ზე
- თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება