სამხედროები, რომლებმაც რუსთავში ხანძრის დროს ბავშვები გადაარჩინეს, ლევან იზორიამ დააჯილდოვა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 29.05.2019
ნანახია: 1548

სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ხანძრის დროს, მცირეწლოვანი ბავშვები გადაარჩინეს, ლევან იზორიამ სამაგალითო საქციელისთვის დააჯილდოვა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 42- ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს, კაპიტან ალექსანდრე ჯანიაშვილს, უფროს ლეიტენანტ გიორგი მუსელიანსა და კაპრალ დავით კვიწინაძეს უმასპინძლა.

ლევან იზორიამ ჯარისკაცებს სამაგალითო საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და იარაღით დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრმა რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისა და განვითარებული მოვლენების შესახებ სამხედრო მოსამსახურეებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ლევან იზორიამ ჯარისკაცებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

IV მექანიზებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ მეხანძრეებთან და პოლიციელებთან ერთად, ალმოდებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს და ხუთი ბავშვი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე