უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 17:06 | 17.05.2019
ნანახია: 1157

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი თანამდებობას ტოვებს. მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციის დღეს - 20 მაისს განცხადებას ის უმაღლეს რადას და სახელმწიფოს მეთაურს გადასცემს.

 „მიმაჩნია, რომ ადამიანურად ეს სწორია. სწორია ნორმალური პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, რამდენადაც ის ჩვენ გვჭირდება“, - განაცხადა მან Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

ასვევ ცნობილი გახდა, რომ კლიმკინი პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე აცხადებდა, რომ ინაუგურაციის შემდეგ პოსტს დატოვებდა, რათა უკრაინის ახალი ლიდერისთვის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესაძლებლობა მიეცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე