ჯანმრთელი ბიზნესი აღიარებს კონკურენციის სამართლიან და გამჭვირვალე პირობებს - „პსპ დაზღვევა“ „TBC დაზღვევას“ ღია წერილით მიმართავს
საქართველო, თბილისი - 14:24 | 17.05.2019 ნანახია: 1384
ჯანმრთელი ბიზნესი აღიარებს კონკურენციის სამართლიან და გამჭვირვალე პირობებს, - ამის შესახებ ნათქვამია პსპ დაზღვევის „TBC დაზღვევის“ მიმართ გაგზავნილ ღია წერილში.
„დღევანდელი სადაზღვევო სექტორი საკმაოდ მაღალი კონკურენციით ხასიათდება, ჯანსაღი კონკურენცია ბიზნესის განვითარების მოტივატორიცაა, როდესაც სექტორში მოღვაწე ყველა კომპანია თანაბარ პირობებშია და დაზღვევით დაინტერესბულ პირს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია არჩევანის გაკეთება. ბანკების არაპროფილური საქმიანობა ბევრ, მათ შორის სადაზღვევო სფეროში, ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება. ჯანსაღი კონკურენცია მნიშვნელოვანია არა მარტო ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის, არამედ მომხმარებლისთვის არჩევანის თავისუფლებისა და მათი უფლებების დაცვისთვის.
„TBC დაზღვევის“ მიერ ჯანმრთელობის პროდუქტის წარდგენის დროს თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც ისევე აქტიურად გამოიყენებთ „TBC ბანკის“ რესურსებს, როგორც ეს ქონების და ავტოდაზღვევის სფეროში მოწინავე პოზიციების მოსაპოვებლად ეფექტიანად გამოიყენეთ.
ცნობილი ფაქტია, რომ ბანკი ძალიან დიდი ხელშემწყობი რესურსია დაზღვევის ბიზნესში. ბანკის რესურსების გამოყენება ეფეტიანად შესაძლებელია ბევრი მიმართულებით; მაგალითად: კლიენტების ბაზა, წვდომა კორპორატიული ორგანიზაციების ფინანსურ ბრუნვებზე, ორგანიზაციებსა და ბანკებს შორის საკრედიტო/სასესხო ვალდებულებები და კავშირები, რომელიც ბუნებრივად იწვევს სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას. ამ საშუალებების აგრესიულად გამოყენება არასამართლიანი და არაჯანსაღი კონკურენციის გამოხატულებაა. მაგალითად: ბანკის კლიენტების ბაზა ძალიან დიდი ინფორმაციაა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საცალო დაზღვევის პროდუქტების მნიშვნელოვანი სეგმენტია და ამ ბაზის არასამართლიანად გამოყენება ერთ-ერთი ფაქტორია თიბისი დაზღვევის საცალო მიმართულებით მოპოვებული წარმატებაში. ამ ორი ფაქტის კავშირი უკვე ცხადყოფს რა მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭიდი და ეფექტური ინსტრუმენტია ბანკი სადაზღვევო კომპანიისთვის.
რა იგულისხმება ჯანსაღ კონკურენციაში? მარტივად იგულისხმება, რომ დღეს ბანკთან ასოცირებულ/აფილირებულ, ან ბანკის მფლობელობაში მყოფ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ რამდენიმე უპირატესობა, რაც ცალსახად კონკურენციის შეზღუდვაა. ამ ფონზე, ვფიქრობთ უხერხულია ისაუბროთ სხვა ჯგუფების შემადგენელ კომპანიების განსხვავებულ მიმართულებებზე, როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც თვალნათელია, რა მარტივია ბანკის რესურსით ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით თანხმლებ პროდუქტების წარმატებით დანერგვა.
ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კონკურენცია, როდესაც სადაზღვევო სერვისით მოსარგებლე, თავად წყვეტს ვინ იყოს მისი მზღვეველი, და მისი გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული იმაზე თუ ვინ არის მისი პარტნიორი საბანკო ორგანიზაცია და იმედს ვიტოვებთ თქვენი კომპანიაც გაიზიარებს ამ საერთაშორისო სტანდარტულ მოთხოვნებს ჯანსაღ კონკურენციასთან მიმართებაში“, - ნათქვამია წერილში.
პოლიტიკა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
- დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ შეერთებულ შტატებს, მადლობელი ვართ ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი
- მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და საზღვარგარეთ სასიამოვნო დასვენებების ჩამორთმევას - პერან მუნი
- საქართველო თავადაა მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, მაგრამ მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს, შეკითხვაა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? - ოლექსი გონჩარენკო
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
- Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით
- Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება