იემენში ავიაიერიშის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 17.05.2019
ნანახია: 898

ხუთი ბავშვი დაიღუპა და 16 დაშავდა იემენის დედაქალაქ სანას ავიაიერიშის შედეგად.  ამის შესახებ გაეროს იფიციალურმა წარმომადგენელმა ჰუმანიტრაულ საკითხებში იენს ლარკემ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაეროს უმაღლესმა წარმომადგენლმა ლტოლვილთა საკითხებში ანდრეი მახეჩიჩმა ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ მძიმედ დაიჭრნენ სომალელი ლტოლვილი ქალი და მისი ქალიშვილი. მისივიე თქმით, იემენში 275 ათასზე მეტი სომალელი ლტოლვილი იმყოფება.

როგორც ტელეარხი Al-Masirah-ი იუწყება, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა არაბული კოალიციის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად სანასა და მის შემოგარენში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე