ტაივანში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოახდინეს

საქართველო, თბილისი - 10:56 | 17.05.2019
ნანახია: 1071

ტაივანის პარლამენტმა  ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოახდინა. იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“

ახალი კანონის თანახმად, ტაივანელ გეი-წყვილებს შეუძლიათ ქორწინებათა რეესტრში განაცხადი შეიტანონ და ოჯახები ოფიციალურად შექმნან. კანონში განსაზღვრულია ერთნაირსქესიანი წყვილების უფლებები, მათ შორის მემკვიდრეობის უფლებაც.

კანონი თანხვედრაშია ტაივანის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც 2017 წლის 24 მაისს მიიღეს, სადაც განსაზღვრულია, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა კონსტიტუციას ეწინააღმდგება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე