სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:43 | 16.05.2019
ნანახია: 1372

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. უწყების ცნობით, სახლში სანადირო თოფი ნახეს.

"მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის 10-ე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი). გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე