უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:20 | 16.05.2019
ნანახია: 924

უკრაინის უმაღლესმა რადამ ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს დანიშნა.

გადაწყვეტილებას მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 30 აპრილს ოფიციალურად გამოაცხადა ზელენსკის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულად. მეორე ტურში მას მხარი ამომრჩეველთა 73,22 პროცენტმა დაუჭირა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ხმების 24,45 პროცენტი მიიღო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე