კლოდ მონეს ნახატი Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 15:41 | 15.05.2019
ნანახია: 1409

ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე ფრანგი მხატვრის კლოდ მონეს ნახატი „თივის ზვინი“ რეკორდულ ფასად -110,7 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლი იუწყება.

ამავე სერიის ნახატი, 2016 წელს Christie’s-ის აუქციონზე 81,4 მლნ დოლარად გაიყიდა.

ფერწერული ტილოს ახალი მფლობელის შესახებ აუქციონის სახლი ინფორმაციას არ ავრცელებს.

ნახატის ძველმა მფლობელმა, კლოდ მონეს შედევრი 1986 წელს, 2,53 მლნ დოლარად შეიძინა.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე