ავტომობილში, რომელიც ავარიაში მოყვა, ერთი მლნ ევრო აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 15:25 | 15.05.2019
ნანახია: 797

ესპანეთში, ავტომობილში, რომელიც ავარიაში მოყვა, ერთი მილიონი ევრო იპოვეს. შემთხვევა გრანადას პროვინციაში, უეტორ-დე-სანტილიანის მუნიციპალიტეტში მოხდა.

როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, დაზიანებულ მანქანაში მძღოლი და ორი მგზავრი აღმოაჩინეს. სამივე ლიეტუვის მოქალაქეები იყვნენ. მძღოლი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაშავებულებს სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდათ და საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

ავტომობილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი მლნ ევრო იპოვეს.

ზოგიერთი მედია-საშუალების ინფორმაციით, ლიეტუველებმა განაცხადეს, რომ ფული მათ არ ეკუთვნოდათ. თუ თანხის არალეგალური წარმომავლობა გაირკვევა, ლიეტუველებს შესაძლოა, ბრალი ფულის გათეთრებაში წაუყნენონ. ამის გარდა, მათ დაეკისრებათ ჯარიმა, იმისთვის, რომ წინასწარ არ აიღეს ნებართვა დიდი ოდენობით თანხის გადატანის შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე