ჰაკერებმა „ევროვიზიის“ ნახევარფინალის“ პირდაპირი ეთერის დროს მაუწყებლის ვებ-გვერდი გატეხეს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 15.05.2019
ნანახია: 806

ჰაკერებმა „ევროვიზია 2019“-ის ნახევარფინალის პირდაპირი ეთერის დროს ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის „კანის“ ვებ-გვერდი გატეხეს და გაუშვეს, სავარაუდოდ, ტერორისტული ორგანიზაციის ვიდეო-რგოლი. ამის შესახებ კორპორაციის ხელმძღვანელობა იუწყება.

რადიოსადგურის მიკრობლოგ “ტვიტერში“ ნათქვამია, რომ  „კანის“ ვებ-გვერდზე ტერორისტული ორგანიზაციის ვიდეო-რგოლი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩანდა.

აღნიშნულია, რომ Yotube-ის მონაცემებით, ვიდეო-რგოლი 190-მდე ადამიანმა ნახა.

 „კანის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, სიტუაცია რამდენიმე წუთში კონტროლს დაუქვემდებარეს. მისი თქმით, ჰამასზე (ტერორისტული დაჯგუფება) ისრაელის ეს ყველაზე სწრაფი გამარჯვებაა.

 „ევროვიზია 2019“-ის ნახევარფინალი თელ-ავივში გუშინ გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე