Facebook Live შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 13:44 | 15.05.2019
ნანახია: 786

სოციალური ქსელი Facebook-ი ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარი ტერაქტების შემდეგ Facebook Live-ს შეზღუდავს და დროებით აუკრძალვას პირდაპირი ეთერში ჩართვას მომხმარებლებს, რომლებიც წესებს დაარღვევენ.

კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში სროლა 15 მარტს მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, ხოლო 50 დაშავდა.

ტერაქტში ბრალი 28 წლის ავსტრალიელ ბრენტონ ტარანტს წაუყენეს. ტარანტი ერთ-ერთ მეჩეთზე თავდასხმას Facebook Live-ით გადასცემდა. Facebook-ის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სროლის შემდეგ პირველი 24 საათის განმავლობაში წაშალეს 1,5 მლნ-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახული იყო კრაისტჩერჩში მომხდარი სროლა.

Facebook-ი დროებით დაბლოკავს მომხმარებლების პირდაპირ ეთერს, რომლებიც ტერორისტული დაჯგუფების განცხადებებს ემყარება.

სოციალური ქსელი ამ შეზღუდვებს უახლოეს ხანებში სხვა სფეროებზეც გაავრცელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე