პირველი ქართული გეი დრამის ტიზერი გამოქვეყნდა | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 12:10 | 10.05.2019
ნანახია: 1712

წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Director’s Fortnight, გაიმართება პირველი ქართული გეი დრამის And Then We Danced - და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა.

ფილმის რეჟისორია წარმოშობით ქართველი ლევან აკინი.

And Then We Danced ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე შეუყვარდება.

„ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე“, აცხადებს ლევან აკინი.

ფილმის პრემიერა კანში 16 მაისს გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე