მადონა ფარანჯით შეიმოსა | ფოტო

საქართველო, თბილისი - 13:53 | 09.05.2019
ნანახია: 1103

 

რაზე აღარ მიდიან ვარსკვლავები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უცნობებად დარჩნენ: პარიკები, ნიღბები, ფართოფარფლიანი ქუდები, კეპები - ეს ნივთები მათი შენიღბვის მთავარი ატრიბუტებია. ამერიკელმა მომღერალმა მადონამ კი შესანიღბად უცნაურ მეთოდს მიმარტა და ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში ფარანჯით მივიდა.

უცნაურმა ფიგურამ, რომელსაც ემოსა შავი მოსასხამი, შარვალი, თავი და სახე კი მთლიანად დაფარული ჰქონდა და მცველებით იყო გარშემორტყმული, აეროპორტში მგზავრებს შორის პანიკა გამოიწვია. წერს  Hellо.

მადონას საზღვრის კონტროლის გავლისას უცნაური სამოსის გახდა მოსთხოვეს. რომლის ქვეშაც მას ჩვეულებრივი სპორტული მაისური და შარვალი ეცვა.

მადონა ისრაელში სიმღერის კონკურსზე ევროვიზია 2019-ზე იმღერებს. რისთვისაც ის 1 მლნ დოლარის ჰონორარს მიიღებს. კონცერტზე ვარსკვლავი ორ სიმღერას შეასრულებს. ასეთი გრანდიოზული ჰონორარის გადახდას ებრაული წარმოშობის კანადელო მილიარდერი სილვან ადამსი დათანხმდა.

Мадонна в аэропорту / Фото: Hello




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე