„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს

საქართველო, თბილისი - 10:14 | 08.05.2019
ნანახია: 1035

 ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ლივერპულმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა, 4:0 გაანადგურა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

“ლივერპულს“ აკლდა თავისი ორი ლიდერი – მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო, რომლებიც ტრავმების გამო არ თამაშობდნენ.

მათმა ერთ-ერთმა შემცვლელმა, ბელგიელმა ფორვარდმა, დივოკ ორიჯიმგაიტანა პირველი და მეოთხე გოლი „ბარსას” კარში. ამ გოლებს შორის კი იყო კიდევ ერთი დუბლი – ჯორჯინიო ვიინალდუმმა სამი წუთის ინტერვალით ორჯერ აიღო ტერ შტეგენის კარი.

ეს არის მეოთხე შემთხვევა, როცა ტურნირს ეთიშება გუნდი, რომელსაც პირველი მატჩი მინიმუმ სამი ბურთით ჰქონდა მოგებული.

„ლივერპულის” მეტოქე გაირკვევა ოთხშაბათს „აიაქსისა” და „ტოტენჰემის” მატჩში. პირველი შეხვედრა „აიაქსს” სტუმრად 1:0 აქვს მოგებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე