მადლობა სიყვარულისთვის - იკერ კასილიასი თავს უკეთ გრძნობს

საქართველო, თბილისი - 10:34 | 02.05.2019
ნანახია: 1300

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და პორტუგალიური „პორტუს“ მეკარემ იკერ კასილიასმა გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა „ტვიტერის“ მეშვეობით გადაუხადა.

 „ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ახლა ყველაფერი ნორმაშია. დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისა და სიყვარულისთვის,“ -დაწერა ფეხბურთელმა მიკრობლოგ „ტვიტერში“ და ოპერაციის შემდგომი ფოტო გამოაქვეყნა.

იკერ კასილიასი 1 მაისს შეუძლოდ დილის ვარჯიშის დროს გახდა. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მოიკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაცია გაუკეთეს.

378 წლის მეკარე „პორტუში“ 2015 წლიდან თამაშობს. პორტუგალიურმა კლუბმა კასილიასი მადრიდის „რეალისგან“ იყიდა, სადაც მან ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო და ესპანეთის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა.

გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ფეხბურთელი დარჩენილი სეზონის ნაწილს გამოტოვებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე