ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „აიაქსმა“ „ტოტენჰემი“ 1:0 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 01.05.2019
ნანახია: 1087

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში  ამსტერდამის “აიაქსმა“ სტუმრად  “ტოტენჰემი” 1:0 დაამარცხა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიუახლოვდა.

ლონდონში გამართულ მატჩში გამარჯვების გოლი ვან დე ბეეკმა გაიატანა.  

შემდეგი მატჩი ამსტერდამში 8 მაისს გაიმართება. 1 და 7 მაისს კი „ბარსელონა“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ფინალში გასასვლელად. ამ წყვილში პირველ თამაშს დღეს ბარსელონა უმასპინძლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე