ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მსურველებს აფრთხილებს
საქართველო, თბილისი - 16:48 | 15.04.2019 ნანახია: 1211
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორების ინტერესების დაცვის, სხვადასხვა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული შესაძლო რისკების თავიდან არიდებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების რეგულირების წესს განუმარტავს.
შეგახსენებთ, რომ "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, ფასიან ქაღალდად ითვლება ისეთი მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტები და უფლებები, როგორებიცაა წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდები (აქციები და ობლიგაციები), ასევე, ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლოა გარდაიქმნან ფასიან ქაღალდებად, ან რომლებიც არიან მათზე ხელმოწერისა თუ მათი შეძენის უფლების მატარებლები. აგრეთვე, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები და საინვესტიციო ხელშეკრულებები. თავის მხრივ, საინვესტიციო ხელშეკრულება არის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინვესტორი აძლევს სხვა პირს ფულს ან სხვა უფლებას საკუთრებაზე ეკონომიკურ საქმიანობაში დასაბანდებლად, შესაძლო შემოსავლის მიღების მიზნით. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და მათი მიყიდვა საცალო ინვესტორებისთვის, სპეციალური დოკუმენტის - ემისიის პროსპექტის - მომზადებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი დამტკიცების გარეშე აკრძალულია. მოქმედი კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს შემთხვევებს, რომლებზეც აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება. კერძოდ, საქართველოს სამთავრობო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდების შეთავაზება გათავისუფლებულია ემისიის პროსპექტის დამტკიცების მოთხოვნისგან. აგრეთვე, აღნიშნული გამონაკლისი ვრცელდება უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ ფასიან ქაღალდებზეც. აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხა განსაზღვრულია ეროვნული ბანკის შესაბამისი წესით.
ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია ემისიის პროსპექტში გაამჟღავნოს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ინვესტორის მიერ ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. პროსპექტში გადმოცემული უნდა იყოს ყველა შესაძლო და პოტენციური რისკი, რომელიც უკავშირდება გამოშვებულ ფასიან ქაღალდს და ემიტენტის საქმიანობას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაციის სრულყოფილად გამჟღავნება უშუალოდ ემიტენტის პასუხისმგებლობაა და ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას არ იღებს პროსპექტში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე.
ფასიან ქაღალდებში ინვესტიციის განხორციელებამდე აუცილებელია ემისიის პროსპექტის შესწავლა და მასში არსებული ინფორმაციის სწორი და კვალიფიციური ანალიზი. ფასიან ქაღალდებში ინვესტირება წარმოადგენს რისკიან ინვესტიციას და მას სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ამასთან, საქართველოში საჯარო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის შუამავლობით, რომელთა შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, ინვესტიციის განხორციელებამდე გაეცნონ ემისიის პროსპექტს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სპეციალისტებს დახმარებისთვის.
პოლიტიკა
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
- არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაღაც ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
- 1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















