რუსეთმა ნატო-სთან თანამშრომლობა სრულად შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 15.04.2019
ნანახია: 964

მოსკოვი ვერ ხედავს ვერანაირ ნიშნებს იმისა, რომ ნატო-ში იცოდნენ, როგორ გამოვიდნენ ჩიხიდან რუსეთთან გართულებული ურთიერთობების გამო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ რუსულ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის თანამშრომლობა ალიანსთან ამჟამად სრულად შეწყვეტილია როგორც სამოქალქო, ისე სამხედრო მიმართულებით.

 „თანამშრომლობა სამოქალაქო და სამხედრო მიმართულებებით სრულად შეწყვეტილია. ნატო-მ თვითონ თქვა უარი რუსეთთან ურთიერთობებში პოზიტიურ დღის წესრიგზე. ასეთი რამ არ არსებობს და ჯერჯერობით არ არის ნიშანი იმისა, რომ ნატო-ში იცოდნენ, როგორ გამოვიდნენ ამ ჩიხიდან“, - აღნიშნა გრუშკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე