ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე 120 000 დოლარად იყიდება

საქართველო, თბილისი - 09:49 | 15.04.2019
ნანახია: 1599

ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე იყიდება. ნამუშევრის ღირებულებაა 120 000 აშშ დოლარი.

ნახატი ზეთითაა შესრულებული და 1945 წლით დათარიღებული. როგორც მფლობელს აქვს მითითებული ნახატი „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ იდეალურ მდგომარეობაშია.

ლადო გუდიაშვილი მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე