ქართულ ფოლკლორს და საგალობლებს საქართველოს მასშტაბით ყველგან შეასწავლიან - პრემიერი
საქართველო, თბილისი - 14:19 | 12.04.2019 ნანახია: 977
ქართული საგალობლები არის უნიკალური მოვლენა მსოფლო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების - ნევმების - კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეცნიერებს, რომლებიც მწირი დაფინანსების პირობებში უმნიშვნელოვანეს კვლევით სამუშაოებს აწარმოებდნენ.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, იმით, რომ ქართველ ერს უნიკალური წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში. როდესაც ვსაუბრობთ მსოფლიო ცივილიზაციაში ჩვენს წვლილზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობთ ქართულ მრავალხმიანობას, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც შეინარჩუნა ეს უნიკალური სიმდიდრე მომავალი თაობებისთვის, ვინაიდან, საქართველოს ისტორიაში არსებობდა ისეთი პერიოდები, როდესაც მართლაც დიდი რისკის ქვეშ იდგა ამ უნიკალური საგანძურის შენარჩუნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქართულ ფოლკლორს და საგალობლებს საქართველოს მასშტაბით ყველგან შეასწავლიან.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საჭიროა ქართული საგალობლების მეტი პოპულარიზაცია საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ ის მომავალ თაობებს გადაეცეს.
მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების - ნევმების - კვლევის შედეგების პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. ნევმირებულ ძლისპირებბსა და მიქაელ მოდრეკილის იადგარში დაცულ ნევმურ სისტემას წლების განმავლობაში ანჩისხატის გუნდის წევრები მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი იკვლევდნენ.
პოლიტიკა
- ღირსეული პასუხი გვექნება ყველა ინსტანციაში - ირაკლი კირცხალია BBC-ის სტატიაზე
- მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე, თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ - კახა კალაძე BBC-ის მასალაზე
- საქმე გვაქვს უმძიმეს დანაშაულთან საკუთარი მოქალაქეეების წინაშე, რომელიც უტოლდება 9 აპრილის ტრაგედიას - თაზო დათუნაშვილი
- თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები შეიძლება ჰააგის სასამართლოს სკამამდე მიიყვანოს - ირაკლი მელაშვილი
საზოგადოება
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
- უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს „თეგეტა ბიზნესისგან“ - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
მსოფლიო
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
- რუსტემ უმეროვი უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინა შეერთებული შტატების ახალ „სამშვიდობო გეგმას“ დათანხმდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე - „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის
- 1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
- 40%-იანი ქეშბექი ყველა საავტომობილო პროდუქტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა - პორშემ ყველა დროის ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი წარადგენა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















