რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:57 | 08.04.2019
ნანახია: 1274

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები გელა როსტობაია გაათავისუფლეს.

გატაცების ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები, 40 წლის გელა როსტობაია გუშინ საღამოს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის იმ დროს დააკავეს, როცა მდინარე ენგურზე თევზაობდა.

ენგურის ხიდზე როსტობაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე