მიკ ჯაგერს გულის ოპერაცია გაუკეთდა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 05.04.2019
ნანახია: 1208

ბრიტანული როკ-ჯგუფის The Rolling Stones-ის ვოკალისტმა, 75 წლის მიკ ჯაგერმა გულის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა.

გულის სარქველის ოპერაცია ნიუ-იორკში ჩატარდა. ამჟამად მომღერლი თავს კარგად გრძნობს.

მას რეაბილიტაციისთვის 4-5 დღე დასჭირდება. ამის გარდა მისთვის აუცილებელი იქნება გარკვეული დრო, რათა სცენას დაუბრუნდეს.

აშშ-სა და კანადის ტურის ფარგლებში, The Rolling Stones-ს დაგეგმილი კონცერტები გადაიდო. ჯგუფის ინფორმაციით, ჯაგერმა ტურზე უარი ექიმების რეკომენდაციით თქვა. დაგეგმილი 17-ვე კონცერტის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე