ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გამავრცელებლებს სიკვდილით დასჯიან

საქართველო, თბილისი - 10:30 | 05.04.2019
ნანახია: 171

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარალმენტმა მესამე მოსმენით მიიღო „კანონოპროექტი“, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელებისთვის სიკვდილით დასჯას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ე.წ. დეპუტატ დიმიტრი დბარის მიერ ინიცირებული „კანონპროექტი“ ვალერი აგრბამ წარადგინა.

აგრბას თქმით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილი შესწორებებით აიკრძალება ნარკოტიკების გავრცელებისთვის მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებაც.  

„კანონპროექტი“ ძალაში ოფიციალური გამოქვეყნებიდან შევა, მისი ნორმები კი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე