ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 15.12.2015
ნანახია: 862

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და საგანგებო მრჩეველს ფილიპ დუსტე-ბლაზის შეხვდა. შეხვედრა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა"საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობა განიხილეს. საუბარი შეეხო ინოვაციური დაფინანსების გლობალურ ჯგუფში ფონდის მოღვაწეობას,რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საშუალებას აძლევს საქართველოს  უფრო აქტიური როლი შეასრულოს საერთაშორისო დონეზე წამყვანპარტნიორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საქმეში.

მანვე მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ფორუმში მონაწილეობისთვის. 

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და საგანგებო მრჩეველი ფილიპ დუსტე-ბლაზის  ხელმძღვანელობით და ძალისხმევით ამოქმედდა UNITAID, UNITLIFE და კიდევ არაერთი ისტორიული ინიციატივა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე