საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 01:44 | 27.03.2019
ნანახია: 1144

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დამარცხდა. 

მასპინძლებმა უპირატესობა პირველივე წამებიდან მოიპოვეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს.  შეხვედრის პირველი და ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ჰურიჰანმა, საჯარიმო დარტყმით გაიტანა. 

ჯვაროსნებს“ ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი 85-ე წუთზე ჰქონდათ, თუმცა ჯაბა კანკავას ძლიერი დარტყმა ძელმა აისხლიტა.

დარჩენილ დროში ირლანდიამ თავი კარგად დაიცვა, სამი ქულა მოიპოვა და D ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე