ტერეზა მეიმ, შესაძლოა, 27 მარტს გადადგომის თარიღი დაასახელოს - Reuters

საქართველო, თბილისი - 17:13 | 26.03.2019
ნანახია: 733

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ გადაგომის თარიღი, შესაძლოა, 27 მარტს დაასახელოს.  ამის შესახებ სააგენტო Reuters -ი ბრიტანეთის პარლამენტარზე დაყრდნობით იუწყება.

დეპუტატის თქმით, მთავრობის მეთაური 27 მარტს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ე.წ. კომიტეტი 1922-ის სხდომაზე გამოვა, რომელიც კონსერვატიული პარტიის რიგით წევრებს აერთიანებს.

მისივე თქმით, ეჭვსგარეშე არსებობს ალბათობა, რომ მეი კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვების თარიღს დაასახელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე