დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიის გუნდს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 15:03 | 26.03.2019
ნანახია: 1273

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული გუნდები შეხვდებიან. ეს ამ ნაკრებების რიგით მეათე შეხვედრაა და საქართველოს ჯერ არც ერთი მოგება არ აქვს: გასული ცხრა მატჩიდან ირლანდიელებმა რვა მოიგეს, ერთი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 17-5 ირლანდიელთა სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ დუბლინის ავივას სტადიონზე ივარჯიშა. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა შინ შვეიცარიასთან დათმო – 0-2, ირლანდიამ კი სტუმრად გიბრალტარი დაამარცხა 0-1.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე