სირიაში აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებას აპროტესტებენ

საქართველო, თბილისი - 14:34 | 26.03.2019
ნანახია: 674

 სირიაში, ქალაქ დერაას მოსახლეობამ ვაშინგტონის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება გაპროტესტა. ასობით სირიელი დემონსტრაციაზე ტრანპსარანტებითა და ლოზუნგებით გამოვიდა. „ვფიცავთ, რომ გოლანები დაბრუნდება“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ისრაელის პრემიერ მინისტრთან ბინიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე ხელი მოაწერა დეკლარაციას გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ.

სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობები ისრაელმა 1967 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა. ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ცალმხრივად გამოაცხადა ისრაელის სუვერენიტეტი მაღლობებზე. თუმცა, 1981 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ თავის რეზოლუციაში ისრაელის ქმედებები არასამართლებრივად აღიარა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე