ევროკავშირი გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტს არ აღიარებს - Reuters

საქართველო, თბილისი - 17:21 | 22.03.2019
ნანახია: 1101

ევროკავშირი ინარჩუნებს თავის პოზიციას გოლანის სიმაღლეებთან დაკავშირებით და მას ისრაელის ტერიტორიის ნაწილად არ მიიჩნევს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.

 „ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ევროკავშირი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად არ აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისრაელმა 1967 წელს დაიკავა, მათ შორის გოლანის სიმააღლებზე და მას ისრაელის ტერიტორიის ნაწილად არ მიიჩნევს“, - განუცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა სააგენტოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში დაწერა, რომ ამერიკამ გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტი უნდა აღიაროს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე