ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 70-ზე მეტი მგზავრი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:36 | 22.03.2019
ნანახია: 778

70-ზე მეტი მგზავრი დაიღუპა ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად განაში. შემთხვევა ჩრდილოეთ კინტამპოს ოლქში მოხდა. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, მისი ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მეორე ავტობუსი კი თხრილში გადავარდა. გადავარდნილი ავტობუსის ზოგიერთმა მგზავრმა გადარჩენა მოახერხა.

სავარაუდოდ, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლს საჭესთან დაეძინა და გზის საპირისპირო ნაწილზე გადავიდა და შემხვედრ ავტობუსს დაეჯახა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე