თბილისში, სახლის სხვენზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას, მაშველებმა ზარდახშაში შენახული ფული იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 22.03.2019
ნანახია: 1397

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს.

მეხანძრე-მაშველებმა, აღნიშნულის შესახებ, ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს.

აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.

ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი.

ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე