8 წლის ბიჭი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 22.03.2019
ნანახია: 970

8 წლის ბიჭი, რომელსაც 11 მარტს, ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმებმა  ბექა დავითაიას გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევა ერთ- ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში მოხდა, სადაც მაღალი ძაბვა გადის.

ბავშვი მძიმე დამწვრობით ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი, თბილისში, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბიჭს სხეულის 70 პროცენტი დამწვარი ჰქონდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე