ერაყში ბორანის ჩაძირვის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 22.03.2019
ნანახია: 778

ერაყის ქალაქ მოსულში ბორანის ჩაძირვის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაკარგულად არის მიჩნეული. ამის შესახებ სააგენტო INA იუწყება.

ტურისტული ბორანი მდინარე ტიგროსში გადაბრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფა ბორანის გადატვირთულობამ და მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. არსებული მონაცემებით, ბორანს მხოლოდ 50 ადამიანის გადაყვანა შეეძლო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე