ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარმა“ კრეატიული კამპანია დაიწყო
საქართველო, თბილისი - 11:49 | 22.03.2019 ნანახია: 1068ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩაერთო ჩემპიონატის გლობალურ ღონისძიებებში და 2019 წლის 21 მარტიდან კრეატიული კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, 21 მარტიდან 21 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით განთავსებულ „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებს რებრენდინგი ჩაუტარდება. 11 სადგურის დიზაინი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლასგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით გაფორმდება. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან თავს იკავებს.
პირველი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, რომელიც რომში გამოგზაურებთ, დღეს გაიხსნა. განსხვავებული დიზაინის მქონე სადგური სოკარის სათაო ოფისის მიმდებარედაა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საფეხბურთო სფეროს, სოკარისა და შესაბამისი საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგთან ერთად, დაგეგმილია თანამშრომლების უნიფორმის ანალოგიურ დიზაინში გადაწყვეტაც. ასევე, სადგურებზე, ქალაქების მიხედვით, გაიხსნება სუვენირების მაღაზიები.
ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს.
„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა