თბილისში 22-23 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი

საქართველო, თბილისი - 11:03 | 22.03.2019
ნანახია: 702

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 22-23 მარტს დაბლობსა და ბარში  +8, +14, ხოლო 24 მარტს +5, +10  გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 22-23 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 24 მარტს გაწვიმდება და ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიკლებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე