სელინ დიონი დემნა გვასალიას სამოსს ირგებს | ფოტო

საქართველო, თბილისი - 17:06 | 21.03.2019
ნანახია: 1368

ცნობილი კანადელი მომღერალი სელინ დიონი ბრენდ Balenciaga-ს მაღაზიაში დააფიქსირეს, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა. მომღერალმა მაღაზიაში რამდენიმე სამოსი შეარჩია. 

ფოტორეპორტიორებმა სელინ დიონი Balenciaga-ს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის არჩევის დროს გადაიღეს. მომღერალს განსაკუთრებით მოეწონა ერთ-ერთი პალტო და მოისინჯა კიდეც. ის ასევე დაინტერესდა სპორტული ფეხსაცმელების ახალი კოლექციით.

50 წლის სელიონ დიონი ცნობილია შოპინგის დიდი სიყვარულით. მას ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი  ტრენდული სამოსით ხშირად ხედავენ.  

 

 

Demna Gvasalia Daily-ს ფოტო.

 

Demna Gvasalia Daily-ს ფოტო.

 

Demna Gvasalia Daily-ს ფოტო.

 

Demna Gvasalia Daily-ს ფოტო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე