თქვენს წარსულთან დაკავშირებით კომპლექსი გვაწუხებს და გინდათ ეს გადაფაროთ აგრესიული და ცინიკური კითხვებით - თალაკვაძე ოპოზიციას
საქართველო, თბილისი - 15:22 | 21.03.2019 ნანახია: 1114
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტში კიდევ ერთი საინტერესო „მინისტრის საათი" გაიმართა. მისი განცხადებით, მინისტრის საათის ფორმატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალი რეგლამენტი და რეფორმა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით გაკეთდა, იყო სწორი და ამ მიმართულებით პარლამენტში საინტერესო პროცესები იგეგმება. „პარლამენტში გვაქვს უფრო აქტიური და საინტერესო დისკუსია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხზე ოპოზიციას, უმრავლესობას და ნებისმიერ დეპუტატს აქვს კითხვის დასმის შესაძლებლობა", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი იუსტიციის მინისტრის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და ოპოზიციონერ დეპუტატებს საქმისადმი მეტი დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„გუშინ და დღესაც გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არავითარი საქმიანი კითხვა და არანაირი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. კოლეგებო, თქვენ შეკითხვებში და გამოსვლებში ვერ დავინახე, რომ თქვენ გაინტერესებთ მომავალი და თქვენ გაინტერესებთ საქმე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი აკეთებს. ხომ შეიძლება 100 კითხვიდან ერთი მაინც დასვათ საქმეზე? გასაგებია, რომ თქვენს წარსულთან დაკავშირებით კომპლექსი გვაწუხებს და გინდათ ეს გადაფაროთ ასეთი აგრესიული და ცინიკური კითხვებით, მაგრამ ვერ გადაფარავთ! უბრალოდ გამოდით თქვენი წარსულის კომპლექსიდან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მათი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები შეახსენა და დასძინა, რომ იუსტიციის მინისტრს ახლა უწევს წარსულში გაფუჭებული საქმეების გამოსწორება. „მადლობა მაინც თუ გადაუხადეთ თეა წულუკიანს თქვენი გაფუჭებული საქმეები რომ აკეთა წლების განმავლობაში. 3600 ადამიანი რომ უნდა მოგეძებნათ და გამოგეკითხათ და 120 ადამიანის სია რომ დადეთ და ისინიც არ გამოკითხეთ წესიერად. ერთი სიტყვა მაინც გეთქვათ რუსეთთან მოგებულ საქმეზე. მსოფლიო პრეცენდენტია, რომ პატარა ქვეყანამ სტრასბურგში ამხელა სახელმწიფოს მოუგო საქმე, თან ისეთი საქმე, რომელსაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში იუსტიციის სამინისტროს ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მისი კონტრიბუცია აღნიშნა.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მტკიცე თანამშრომლობა გაგრძელდეს. ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, სადაც არის საქართველოს ბუნებრივი ადგილი და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი აქტიურად არის ჩართული ვიზა ლიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში. მე დავინახე ოპტიმიზმი სამინისტროს მომავალ გეგმებში და ყველას მოგიწოდებთ, კოლეგებო, მეტი ოპტიმიზმით მოვეკიდოთ სახელმწიფოს მომავალს და მის ხვალინდელ დღეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მეფე ჩარლზი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
- გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები
- დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1 მილიონი ლარი შეგროვდა
მსოფლიო
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- რუსეთი ნავთობის სექტორში რეალური დანაკარგების დამალვას ცდილობს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















